ანა მანჯგალაძე
სერტიფიცირებული Polestar Pilates Reformer მწვრთნელი. ძალოვანი პილატესი
ატარებს ვარჯიშებს ძალის, გამძლეობის, წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარებაზე აქცენტით.

ანა პილატესში მსუბუქი ატლეტიკიდან მოვიდა, სადაც სპრინტით იყო დაკავებული. პილატესს 2021 წლიდან ვარჯიშობს. სპორტული გამოცდილება აისახება მის სწავლების სტილში: ვარჯიშები მოითხოვს ჩართულობას, მოძრაობის კონტროლს და დატვირთვასთან მუშაობის მზაობას.

მისი ვარჯიშები შეეფერება მათ, ვისაც უყვარს აქტიური ფორმატი და სურს ფიზიკური ფორმის განვითარება პილატესის საშუალებით.

რა საკითხებით მიმართოთ:
• ძალოვანი პილატესი რეფორმერზე;
• მთელი სხეულის კუნთების გაძლიერება;
• ვარჯიშის ინტენსივობის გაზრდა;
• გამძლეობის განვითარება;
• წონასწორობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება;
• პოზასა და მოძრაობის ხარისხზე მუშაობა.

კვალიფიკაცია
Polestar Pilates Reformer-ის საერთაშორისო სერტიფიკაცია, DNS Exercise-ის კურსი.

ენები: ინგლისური, ქართული, რუსული.
კონტაქტი:
Zenith Fitness & Wellness Boutique
+995 598 01 75 75
zenithfitness.ge@gmail.com
თბილისი, მცხეთის ქ. #5
სამუშაო საათბი:
ორ - 09:00 - 21:00
სამ - 09:00 - 21:00
ოთხ - 09:00 - 21:00
ხუთ - 09:00 - 21:00
პარ - 09:00 - 21:00
შაბ - 10:00 - 18:00
კვირა - 10:00 - 18:00
Made on
Tilda